ევანდერ ჰოლიფილდი და მაიკ ტაისონი მეგობრები არიან

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონები - ევანდერ ჰოლიფილდი და მაიკ ტაისონი ქალაქ ჩიკაგოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჰოლიფილდი იქ ბარბექიუსთვის საკუთარი სოუსის სარეკლამო აქციას ატარებდა, ტაისონი კი ჩიკაგოში საკუთარი ცხოვრების შესახებ შექმნილ თეატრალურ შოუს წარმოადგენდა.

მაიკმა გაიგო, რომ აშშ-ის სამოყვარულო ნაკრებში მისი ყოფილი თანაგუნდელი, შემდეგ კი პროფესიულ რინგზე მთავარი მეტოქე ჩიკაგოში იყო და ჰოლიფილდისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტა.

"უბრალოდ, ევანდერის ნახვა მომინდა, - ამბობს ტაისონი სააგენტო AP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. - მიყვარს ჰოლიფილდი. ჩემი ცხოვრება სამუდამოდ არის მასთან დაკავშირებული. ახლა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი
პერიოდი დადგა, როცა შეგვიძლია თანამშრომლობა და რაიმე სასარგებლო საქმის წამოწყება. ის შესანიშნავი ადამიანია. ევანდერს 15 წლის ასაკიდან ვიცნობ".

* * *
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი მომდევნო ბრძოლას 4 მაისს გამართავს. როგორც გაირკვა, ამ შეხვედრისთვის ამერიკელს მამამისი, ფლოიდ მეივეზერ-უფროსი მოამზადებს. უფროსი ფლოიდი შეცვლის მოკრივის ბიძასა და თავის ძმას - როჯერ მეივეზერს, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

როჯერი უმცროს ფლოიდს პროფესიული კარიერის დასაწყისიდანვე ავარჯიშებდა. ასე იყო 1998 წლამდე, სანამ უფროსი ფლოიდი არ გამოვიდა ციხიდან. მამამ და შვილმა ერთად ორი წელი იმუშავეს, მაგრამ მოკრივემ უთანხმოების გამო მამამისი დაითხოვა და ისევ როჯერთან დაბრუნდა.

"მე და მამა ისევ ერთად ვიმუშავებთ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ჩემპიონმა.
როგორც გითხარით, მეივეზერი თავის მორიგ შეხვედრას 4 მაისს ჩაატარებს. მისი მეტოქე დღემდე არ არის ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NewsBiscuit: მაიკ ტაისონმა სქესი შეიცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული