მენის ისევ მისდგნენ

AutoSharing Option
ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ხორხე არსეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ფილიპინელმა მენი პაკიაომ პატიოსანი გზით მოიპოვა თავისი გამარჯვებები და საჩემპიონო ტიტულები.

არსე, რომელმაც ამასწინ, ნონიტო დონერთან წაგების შემდეგ დაასრულა კარიერა, დარწმუნებით ამბობს, რომ მენი პაკიაო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იყენებდა აკრძალულ პრეპარატებს. მექსიკელი მოკრივის აზრით, "პაკმენმა" მხოლოდ აკრძალული პრეპარატებით გაიარა ტრიუმფალური გზა უმჩატესი წონიდან ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიამდე.

"პაკიაო რაღაც პრეპარატს იღებს – ამაში დარწმუნებული ვარ. დიახ, ის ფაქტზე არასოდეს დაუჭერიათ, მის დოპინგ-ტესტს დადებითი შედეგი არ უჩვენებია, მაგრამ ეს
მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის ოსტატურად ინიღბებოდა. მე მახსოვს, როცა ლაპარაკი იყო პაკიაოსა და მეივეზერს შორის ბრძოლის ორგანიზებაზე, ამერიკელმა ფილიპინელს სერიოზული დოპინგ-ტესტის ორგანიზება მოსთხოვა, მაგრამ პაკიაომ უარი განაცხადა"
, - ამტკიცებს არსე.

"მენიმ მოახერხა უმჩატესი წონიდან ნახევრადსაშუალო წონამდე მისვლა, და მე საკუთარი თვალით ვნახე, როგორ “კლავდა” ის ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქეებს. ეს მთლად ნორმალური არ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პაკიაო რომელიმე აკრძალულ პრეპარატს იყენებდა", - დაამატა მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მენი პაკიაო აპრილში დაუბრუნდება რინგს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული