პატერსონი ნოკაუტით დაბრუნდა

AutoSharing Option
IBF-ის ვერსიით პირველ ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა ლამონტ პიტერსონმა წარმატებით დაიცვა ტიტული. 2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული თავის პირველ ბრძოლაში ჩემპიონმა WBO-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელი, თანამემამულე კენდალ ჰოლი მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

პიტერსონმა მეოთხე რაუნდიდან მოიპოვა ინიციატივა და რამდენჯერმე ნოკდაუნში გაგზავნა მოწინააღმეგე, მერვე რაუნდში კი ძლიერი დარტყმების სერიის შემდეგ, რეფერიმ შეაჩერა ბრძოლა და პიტერსონის გამარჯვება გამოაცხადა.

მოკლედ, ლამონტის დაბრუნება ტრიუმფალური გამოვიდა. ბოლოს, ეს ამერიკელი რინგზე 2011 წლის დეკემბერში გავიდა ბრიტანელი ამის ხანის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელს ორი საჩემპიონო
ქამარი ჩამოართვა - WBO-სა და IBF-ის ვერსიებით. ამ მოკრივეებს შორის დაინიშნა მატჩ-რევანში, მაგრამ ამ ბრძოლისთვის მზადების დროს, პიტერსონი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს - მისმა სინჯმა ტესტოსტერონის კვალი აღმოაჩინა. ბუნებრივია, მატჩ-რევანში გააუქმეს, WBO-მ კი პიტერსონს ტიტული წაართვა და ის ხანს დაუბრუნა.

მაგრამ, IBF-მა სიტუაცია სხვაგვარად შეაფასა - ორგანიზაციამ ტიტული შეუნარჩუნა ამერიკელს და ეს იმით დაასაბუთა, რომ ტესტოსტერონის გაზრდილი დონე იმ პერიოდში მკურნალობით იყო გამოწვეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საუკეთესო, ამერიკელთა ვერსიით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯობა გია ძალიან საინტერესო სტატიები გაქვს და იქნებ ერთ ძლიერ ამერიკელ მოკრივეზეც გვიტხრა რამე Adrien Broner აბა ეს კაცი ნახე და როდისაქვს შეხვედრა და ვისთან და რა ტიტულებს ფლობს გია იქნებ გამირკვიო?და დადო მაგაზეც რამე სტატია..
roy jones
19:55 26-02-2013
0

სიახლეები პოპულარული