ფრანჩესკო პიანეტა 1984 წელს არის დაბადებული, პროფესიულ რინგზე დებიუტი კი 2005 წელს ჰქონდა. დღეისთვის მის ანგარიშზეა 29 ბრძოლა და 28 გამარჯვება. ერთხელ, კერძოდ კი 2009 წელს, მან ფრედ დაასრულა ორთაბრძოლა ალბერტ სოსნოვსკის წინააღმდეგ. მოგვიანებით ეს პოლონელი ვიტალი კლიჩკომ საჩემპიონო ბრძოლაში გაანადგურა.
იტალიელი,
საერთო ჯამში, პიანეტა იმ მოკრივეთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც ძმები კლიჩკოები იოლად გაუსწორდნენ - სოსნოვსკი, მარიუშ ვახი, მანუელ ჩარი... ისინი, როგორც წესი, უკრაინელების წინააღმდეგ ხუთ-ექვს რაუნდს ძლებდნენ და შემდეგ დამარცხებული ტოვებდნენ რინგს. სავარაუდოდ, ასე იქნება პიანეტას შემთხვევაში.
შეიძლება ითქვას, რომ იტალიელთან შეხვედრა უმცროსი კლიჩკოსთვის საწვრთნელი ბრძოლა იქნება. როგორც ირწმუნებიან, ზაფხულში, უფრო ზუსტად კი 31 ივლისს, ვლადიმერი შეხვდება WBA-ს "რეგულარულ" ჩემპიონს, რუს ალექსანდრ პოვეტკინს. დღეისთვის სწორედ ეს არის ყველაზე სასურველი ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკო ხუთ მეტოქეს შორის ირჩევს