მსოფლიოს ჩემპიონი ნარკომანი ყოფილა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, მექსიკელი ხულიო სესარ ჩავესი ცხრა თვით არის დისკვალიფიცირებული მარიხუანას მოხმარების გამო. ამის შესახებ ვებგვერდი Boxingscene.com იტყობინება.

2012 წლის 15 სექტემბერს, ლას ვეგასში ჩავესმა წააგო არგენტინელ სერხიო მარტინესთან და დაკარგა WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ამ ორთაბრძოლის შემდეგ, მექსიკელის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს.

28 თებერვალს, ნევადას შტატის სპორტულმა კომისიამ განიხილა ჩავესის საქმე და სპორტსმენის დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა. სასჯელის ათვლის წერტილად აიღეს მარტინესთან ბრძოლის თარიღი, ამიტომაც მექსიკელის დისკვალიფიკაციის ვადა 2013 წლის 15 ივნისს ამოიწურება. ასევე, 27 წლის ჩავესმა
უნდა დააბრუნოს სამმილიონიანი ჰონორარის 30 პროცენტი (900 ათასი დოლარი), რომელიც არგენტინელთან ჩხუბისთვის მიიღო.

უფრო ადრე, ჩავესი აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის შვიდი თვით იყო დასჯილი. კერძოდ, 2009 წლის ნოემბერში ამერიკელ ტროი როულენდთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ხულიოს ორგანიზმში დიურეტიკის კვალი აღმოჩნდა. მაშინ მექსიკელმა 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაც გადაიხადა.

ჩავესს პროფესიულ რინგზე 49 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 46 მოიგო (32 - ნოკაუტით), ერთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სესარ ჩავესი იმკურნალებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული