"დღეისთვის კარგ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს კრივში დაბრუნების საშუალებას. ჯანმრთელობას ყურადღებას არ ვაქცევდი, ვეტანებოდი ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, რის გამოც 50 კილოგრამი დავიკელი...
მაგრამ ახლა ყოველგვარი მავნე ჩვევა გადავაგდე და ვცდილობ მოვუარო იმას, რაც დამრჩა. მწვრთნელის რანგში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. არავის გაწვრთნის სურვილი არ გამაჩნია. ამისთვის განსაკუთრებული ნიჭია საჭირო, რომელიც, ალბათ, არ გამაჩნია", - ამბობს მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი.