რუსი მოკრივე 2009 წლის ნოემბერის შემდეგ არ გასულა რინგზე, როცა WBA-ის ტიტული დაუთმო ინგლისელ დევიდ ჰეის. დღეისთვის ვალუევი მსოფლიოს კრივის ასოციაციის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
ვალუევს ვერ ვხედავთ კიდევ ერთი პრესტიჟული ორგანიზაციის - კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) რეიტინგში, რაც შეეხება WBO-ის კლასიფიკაციას,
2010 წლის აგვისტოში მოკრივის ექიმმა ვალტერ ვაგნერმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ ვალუევს ნახევარი წელი დასჭირდება აღდგენითი კურსის ჩასატარებლად, რის შემდეგაც გაირკვევა - ღირს თუ არა კარიერის გაგრძელება. თავად ვალუევი ირწმუნება, რომ 2011 წლის პირველ ნახევარში აპირებს რინგზე დაბრუნებას.