კლიჩკო VS პოვეტკინი - ყველაზე სასურველი ბრძოლა ზაფხულის ბოლომდე უნდა შედგეს

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, დღეისთვის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ყველაზე სასურველ ბრძოლად უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოსა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის მომავალი დაპირისპირება მიიჩნევა. 11 მარტს მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA) ერთი თვით გადასწია დედლაინი. მოკრივეები რინგზე 31 აგვისტომდე უნდა წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ამის შესახებ განაცხადა რუსი მოკრივის ერთ-ერთმა პრომოუტერმა კრის მაიერმა.

მისი თქმით, WBA-მ კიდევ ერთხელ დაიცვა პოვეტკინის ინტერესები და მას გარანტირებულად მისცა კლიჩკოსთან ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა. მენეჯერმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მოკრივის წარმომადგენლებმა იციან ამ გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

თავ
დაპირველად, უმცროსი კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლა 26 თებერვლამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინელმა WBA-სგან ტიტულის ნებაყოფლობით დაცვის უფლება მოიპოვა. იანვრის ბოლოს გადაწყდა, რომ უკრაინელი და რუსი 31 ივლისამდე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ახლა კი ეს თარიღი კიდევ ერთი თვით გადაიწია.

რაც შეეხება კლიჩკოს მხრიდან ტიტულის ნებაყოფლობით დაცვას, უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 მაისს ჩემპიონი იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას შეხვდება. ბოლოს ვლადიმერმა 2012 წლის ნოემბერში იჩხუბა და პოლონელი მარიუშ ვახი დაამარცხა, რითაც დაიცვა IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ტიტულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკო შემდეგ ბრძოლას ფრანჩესკო პიანეტას წინააღმდეგ ჩაატარებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლიჩკო გაანადგურებს რუსს
რომანი
12:31 12-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული