ვლადიმერ კლიჩკო შემდეგ ბრძოლას ფრანჩესკო პიანეტას წინააღმდეგ ჩაატარებს

AutoSharing Option
გაირკვა, რომ სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო მორიგ შეხვედრას 28 წლის იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც არც ერთი მარცხი არ აქვს პროფესიულ რინგზე. შეხვედრის გამართვა 4 მაისს, გერმანიის ქალაქ მანჰაიმის საფეხბურთო არენაზე იგეგმება.

ფრანჩესკო პიანეტა 1984 წელს არის დაბადებული, პროფესიულ რინგზე დებიუტი კი 2005 წელს ჰქონდა. დღეისთვის მის ანგარიშზეა 29 ბრძოლა და 28 გამარჯვება. ერთხელ, კერძოდ კი 2009 წელს, მან ფრედ დაასრულა ორთაბრძოლა ალბერტ სოსნოვსკის წინააღმდეგ. მოგვიანებით ეს პოლონელი ვიტალი კლიჩკომ საჩემპიონო ბრძოლაში გაანადგურა.

იტალიელი,
ძირითადად, ვეტერანებზე "ნადირობს". მაგალითად, მან სასტიკი დღე აყარა 46 წლის ფრენკ სკელტონს, შემდეგ მოუგო 44 წლის ფრანსუა ბოთასა და 47 წლის ოლივერ მაკოლს. ასე რომ, ჯერჯერობით პიანეტა მხოლოდ 40 წლის მოკრივეების ცემით თუ დაიკვეხნის. მისი მეტოქეების 90 პროცენტი უცნობი მოკრივეა.

საერთო ჯამში, პიანეტა იმ მოკრივეთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც ძმები კლიჩკოები იოლად გაუსწორდნენ - სოსნოვსკი, მარიუშ ვახი, მანუელ ჩარი... ისინი, როგორც წესი, უკრაინელების წინააღმდეგ ხუთ-ექვს რაუნდს ძლებდნენ და შემდეგ დამარცხებული ტოვებდნენ რინგს. სავარაუდოდ, ასე იქნება პიანეტას შემთხვევაში.

შეიძლება ითქვას, რომ იტალიელთან შეხვედრა უმცროსი კლიჩკოსთვის საწვრთნელი ბრძოლა იქნება. როგორც ირწმუნებიან, ზაფხულში, უფრო ზუსტად კი 31 ივლისს, ვლადიმერი შეხვდება WBA-ს "რეგულარულ" ჩემპიონს, რუს ალექსანდრ პოვეტკინს. დღეისთვის სწორედ ეს არის ყველაზე სასურველი ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკო ხუთ მეტოქეს შორის ირჩევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული