თითქმის გალახული ჩემპიონი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე მთავარი ორთაბრძოლა ლოს ანჯელესში გაიმართა. ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ჩემპიონი, 29 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი რუს პრეტენდენტს, რუსლან პროვოდნიკოვს ხვდებოდა. შეგახსენებთ, რომ WBO-ს ტიტული ბრედლიმ სახელოვანი ფილიპინელის, მენი პაკიაოს ძლევით მოიპოვა და ამ ბრძოლაშიც ფავორიტად მიიჩნეოდა.

მაგრამ რუსმა მოკრივემ ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველ რაუნდში ბრედლი კინაღამ ნოკდაუნში აღმოჩნდა. მეორე რაუნდში ამერიკელის ცემა გაგრძელდა, მაგრამ ტიმოტიმ ისევ გაძლო, რის შემდეგაც პროვოდნიკოვის მოქმედებას დაღლილობამ დაამჩნია კვალი. ამით ბრედლიმ კარგად ისარგებლა და ბრძოლა გათანაბრდა.

ამერიკელმა მოძრაობას უმატა და დისტანციიდან
უტევდა მოწინააღმდეგეს. ამ ხერხით ჩემპიონმა ბევრი ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ რუსი ისევ გააქტიურდა, მსაჯებმა საბოლოოდ, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება ამერიკელ მოკრივეს მიანიჭეს - 115:112, 114:113, 114:113.

სხვათა შორის, ბრძოლის შემდეგ პროვოდნიკოვის მენეჯერებმა გამოაცხადეს, რომ პროტესტს შეიტანენ WBO-ში უსამართლო მსაჯობის გამო. გარდა ამისა, ისინი მატჩრევანშს ითხოვენ ბრედლისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული