დევიდ ჰეიმ ბრძოლა დანიშნა

AutoSharing Option
ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსანი დევიდ ჰეი თავის მომდევნო ბრძოლას 6 ივლისს ჩაატარებს, - ამის შესახებ წერს გამოცემა "დეილი მეილი". 32 წლის მოკრივის მორიგი მეტოქისა და ორთაბრძოლის ჩატარების ადგილის შესახებ მოგვიანებით გამოაცხადებენ.

დღეისთვის, ჰეი ბრიტანეთის საკრივო ლიცენზიის დაბრუნებისთვის ზრუნავს, რომელიც მან 2011 წლის ოქტომბერში დაკარგა. ბრიტანეთის საკრივო საბჭოს გენერალურმა მდივანმა რობერტ სმიტმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის დევიდს ლიცენზია დაუბრუნოს მას შემდეგ, რაც მოკრივე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც "დეილი მეილი" წერს, მომავალში ჰეის ვლადიმერ ან ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის გამართვა სურს. მანამდე ბრიტანელი რამდენიმე
შეხვედრას ჩაატარებს უკრანელებთან საბრძოლველად პრეტენდენტის სტატუსის მოსაპოვებლად.

ბოლოს ჰეი რინგზე 2012 წლის ივლისში გავიდა თანამემამულე დერეკ ჩისორას წინააღმდეგ. ის შეხვედრა ჰეის გამარჯვებით დასრულდა - მან ტექნიკური ნოკაუტით სძლია მეტოქეს. მაშინ, ორივე ბრიტანელს საკრივო ლიცენზია ლუქსემბურის კრივის ფედერაციამ მისცა.

სულ ჰეიმ პროფესიულ რინგზე 28 ბრძოლა ჩაატარა, აქედან მოიგო 26 (24 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თითქმის გალახული ჩემპიონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული