კოლუმბიელმა პატიმრებმა ციხეში კრივის რინგი და ტოტალიზატორი მოაწყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაამტკიცეს, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი მხატვრული ფილმის სიუჟეტის სინამდვილეში განხორციელება შეიძლება. მკაცრი რეჟიმის საპყრობილის პატიმრებმა ციხეში საკუთარი "მებრძოლთა კლუბი" და ტოტალიზატორი დააფუძნეს.

საპყრობილე "ლა პიკოტა", დამაარსებელთა ჩანაფიქრით, კოლუმბიის პენიტენციალურ სისტემაში თითით საჩვენებელი და სამაგალითო უნდა ყოფილიყო. ხელისუფლება პირობას დებდა, რომ იქ იმდენად მკაცრ კონტროლს განახორციელებდა, მსჯავრდებულებს ნემსის ფლობის უფლებაც არ ექნებოდათ.

და აი, ჟურნალ "სემანას" რედაქციის ხელში მოხვედრილ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ციხის ცხოვრებას ასახავს, სკანდალი მოჰყვა.

როგორც კადრებიდან ჩანს, დაღამებისთანავე პატიმრები, იმის მაგივრად, რომ თავთავიანთ კამერებში ეძინოთ, ციხის
ეზოში იკრიბებიან და კრივის ორთაბრძოლებს მართავენ.

VideoSportall.Ge
კრივი და ტოტალიზატორი კოლუმბიის ციხეში


ვიდეოში ჩანს, როგორ ამხნევებენ პატიმრები "მოკრივეებს". მეტიც, ზოგიერთები გარეთ მყოფ ახლობლებს ტელეფონით ციხიდან "სპორტულ რეპორტაჟებსაც" გადასცემენ. და ეს მაშინ, როცა საპატიმროში კავშირის ყოველგვარი საშუალებს მკაცრად აკრძალულია.

კადრებიდან ასევე ირკვევა, რომ ციხის ზედამხედველები არათუ ეწინააღმდეგეებიან, თავადაც მონაწილეობენ "შეჯიბრების" ორგანიზებასა და წესების დაცვით ჩატარებაში. ორთბარძოლის ნახვის მსურველ პატიმრებს კი 20-დოლარიანი ბილეთების შეძენა უწევთ. "არენაზე" მოქმედებს ტოტალიზატორიც, სადაც ყველაზე დიდი ფსონი ერთ ბრძოლაზე 300-დოლარიანიც კი ყოფილა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული