საპყრობილე "ლა პიკოტა", დამაარსებელთა ჩანაფიქრით, კოლუმბიის პენიტენციალურ სისტემაში თითით საჩვენებელი და სამაგალითო უნდა ყოფილიყო. ხელისუფლება პირობას დებდა, რომ იქ იმდენად მკაცრ კონტროლს განახორციელებდა, მსჯავრდებულებს ნემსის ფლობის უფლებაც არ ექნებოდათ.
და აი, ჟურნალ "სემანას" რედაქციის ხელში მოხვედრილ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ციხის ცხოვრებას ასახავს, სკანდალი მოჰყვა.
როგორც კადრებიდან ჩანს, დაღამებისთანავე პატიმრები, იმის მაგივრად, რომ თავთავიანთ კამერებში ეძინოთ, ციხის
Video
კრივი და ტოტალიზატორი კოლუმბიის ციხეში
კრივი და ტოტალიზატორი კოლუმბიის ციხეში
ვიდეოში ჩანს, როგორ ამხნევებენ პატიმრები "მოკრივეებს". მეტიც, ზოგიერთები გარეთ მყოფ ახლობლებს ტელეფონით ციხიდან "სპორტულ რეპორტაჟებსაც" გადასცემენ. და ეს მაშინ, როცა საპატიმროში კავშირის ყოველგვარი საშუალებს მკაცრად აკრძალულია.
კადრებიდან ასევე ირკვევა, რომ ციხის ზედამხედველები არათუ ეწინააღმდეგეებიან, თავადაც მონაწილეობენ "შეჯიბრების" ორგანიზებასა და წესების დაცვით ჩატარებაში. ორთბარძოლის ნახვის მსურველ პატიმრებს კი 20-დოლარიანი ბილეთების შეძენა უწევთ. "არენაზე" მოქმედებს ტოტალიზატორიც, სადაც ყველაზე დიდი ფსონი ერთ ბრძოლაზე 300-დოლარიანიც კი ყოფილა.