მოკრივის აწონვა ტრუსების გარეშე

AutoSharing Option
არგენტინელმა მოკრივემ ფაკუნდო სიმალმა ტრუსების გარეშე გაიარა ბრძოლისწინა ტრადიციული აწონვა.

სიმალი, რომელიც 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, შაბათს, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში ჩაატარებს WSB-ს სერიაში ბრძოლას ყაზახი ეჰსან რუზბაჰანის წინააღმდეგ.

აწონვის ცერემონია 28 მარტს გაიმართა და სასწორზე პირველად ასვლისას არგენტინელმა დაშვებულ წონაზე 500 გრამით მეტი დააფიქსირა. WSB-ს წესების თანახმად, სიმალს ზედმეტი წონისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა სამხრეთამერიკელს კიდევ ერთი შანსი მისცეს და სიმალი სასწორზე ტრუსების გარეშე დადგა.

როგორც ყაზახური პრესა წერს, არგენტინელმა ყველა გოგოს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, აწონვის დროს კი მას
ზეწრით ფარავდნენ. განმეორებითმა აწონვამ აჩვენა, რომ ტრუსების გახდის შემდეგ სიმალი 50 გრამით უფრო მჩატე გახდა. წესების თანახმად, ამგვარი ზედმეტი წონა დასაშვებია და არგენტინელს ბრძოლის უფლება მისცეს.

27 წლის ფაკუნდოს პროფესიულ რინგზე 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველაში გამარჯვებას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული