ბრძოლის პირველი ნახევარი ვილორიოს უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ესტრადამ ინიციატივა მოიპოვა და მოწინააღმდეგეზე გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
საბოლოოდ, ორმა მსაჯმა უპირატესობა მისცა ესტრადას: 117:110, 116:111, ერთმა კი ვილორიას მხარე დაიჭირა.
* * *
არ მთავრდება ფილიპინელი მენი პაკიაოსა და
* * *
ლონდონში გარდაიცვალა საშუალო წონაში ბრიტანელი მოკრივე მაიკლ ნორგროუვი, რომელსაც პროფესიულ რინგზე ხუთიდან ხუთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.
როგორც Fightnews იუწყება, ნორგროუვი თავის ტრავმის გამო გარდაიცვალა, რომელიც მან ტომ ბოუენთან ბრძოლაში მიიღო 28 მარტს. შეხვედრის მსვლელობისას, ნორგროუვი მოულოდნელად დაეცა რინგზე, რის შემდეგაც ბრძოლა შეაჩერეს, მოკრივე კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიტანელს ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ სპორტსმენის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მაიკლ ნორგროუვი 31 წლის იყო. მას პროფესიულ რინგზე დებიუტი 2010 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ხუთი ბრძოლა მოიგო. ბოუენთან შეხვედრა არშემდგარად გამოცხადდა და ნორგროუვმა კარიერაც და სიცოცხლეც დაუმარცხებლად დაასრულა.
* * *
პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ინდოელი მოკრივე ვიჯენდერ სინგხი გამოტოვეს ტურნირებს კვიპროსსა და კუბაზე. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოლიმპიური პრიზიორი ნარკოტიკების გამოყენებაში გამოიჭირეს.
პენჯაბის შტატის პოლიციამ ამხილა სინგხი ინდოელ ნარკოდილერთან კავშირში, რომელმაც ნარკოტიკების ვაჭრობით 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. პოლიციამ ისიც გამოაცხადა, რომ ვიჯენდერი მინიმუმ 12 თვის განმავლობაში იღებდა ჰეროინს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"