ამ ბრძოლამდე დონერს მე-5 ადგილი ეკავა ამერიკული გამოცემის, The Ring Magazine-ის ცნობილ რეიტინგში, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეები შედიან (წონის გაუთვალისწინებლად). ცხადი იყო, რომ დონერი დაკარგავდა თავის პოზიციებს, მაგრამ საკითხავი იყო - ეყოფოდა თუ არა ეს მოგება რიგონდოს ათ საუკეთესოს შორის შესასვლელად.
დონერთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ რიგონდო უძლიერესი მოკრივე გახდა ნახევრად მჩატე წონაში, მაგრამ ექსპერტთა
4 მაისს გერეროს ბრძოლა აქვს ფლოიდ მეივეზერთან და თუ დამარცხდება, მაშინ ექსპერტთა საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს რიგონდოს TOP10-ში შეყვანის საკითხს.
დღეისთვის The Ring Magazine-ის რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ფლოიდ მეივეზერი (36 წლის), რეიტინგში ყოფნა: 81 კვირა
2. ანდრე უორდი (29 წლის), რეიტინგში ყოფნა: 103 კვირა
3. ხუან მანუელ მარკესი (39 წლის), რეიტინგში ყოფნა: 313
4. სერხიო მარტინესი (38 წლის), რეიტინგში ყოფნა: 153
5. ედრიენ ბრონერი (23 წლის), რეიტინგში ყოფნა: 17
6. მენი პაკიაო (34 წლის), რეიტინგში ყოფნა: 488
7. ვლადიმერ კლიჩკო (37 წლის), რეიტინგში ყოფნა: 137
8. რობერტ გერერო (30 წლის), რეიტინგში ყოფნა: 17
9. ტიმოტი ბრედლი (29 წლის), რეიტინგში ყოფნა: 133
10. ნონიტო დონერი (30 წლის), რეიტინგში ყოფნა: 205
მენიმ მეტოქე იპოვა?
ამასობაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა, 34 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ, შესაძლოა, მომდევნო ბრძოლა გამართოს პირველ ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ჩემპიონთან, 32 წლის ამერიკელ მაიკლ ალვარადოსთან.
შეხვედრის ჩატარება ოქტომბერში, მაკაოში იგეგმება. პაკიაოსთვის ეს იქნება პირველი დაბრუნება რინგზე იმ უმძიმესი ნოკაუტის შემდეგ, რომელიც ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლაში მიიღო. ალვარადომ დაახლოებით სამი კვირის წინ ჩაატარა თავისი ბოლო ბრძოლა: ამერიკელმა რევანში აუღო ბრენდონ რიოსს თავის კარიერაში ერთადერთი მარცხის გამო.
რუსმა პოლონელი აირჩია
რუსი სუპერმძიმეწონოსანი ალექსანდრ პოვეტკინი მომდევნო ბრძოლას გამართავს პოლონელ ანჯეი ვავჟიკთან. შეხვედრა 17 მაისს, მოსკოვში გაიმართება და ის იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ საკრივო საღამოსი, რომლის მთავარი ბრძოლა იქნება 90.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საჩემპიონო დაპირისპირება (WBA-ს ვერსიით) რუს დენის ლებედევსა და პანამელ გილერმო ჯონსს შორის.
შეგახსენებთ, რომ პოვეტკინი WBA-ს "ჩვეულებრივი" ჩემპიონის სტატუსს ფლობს, "სუპერჩემპიონი" კი ამ წონით კატეგორიაში უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო გახლავთ. WBA-ს წესების თანახმად, კლიჩკომ 2013 წლის 31 აგვისტომდე უნდა გამართოს ბრძოლა პოვეტკინთან. მანამდე მას უფლება აქვს, ტიტული დაიცვას იმ მეტოქესთან შეხვედრაში, რომელსაც თავად აირჩევს.
25 წლის ვავჟიკმა პროფესიულ რინგზე 27 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გამარჯვება მოიპოვა (13 - ნოკაუტით). 33 წლის პოვეტკინს 25-დან 25 ბრძოლა აქვს მოგებული (17 - ნოკაუტით).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფილიპინელი ფავორიტის მარცხი ლას ვეგასის რინგზე