ახლახან კადიროვი სამინისტროს სტუმრობდა და იგი შენობის იერსახემ აღაშფოთა.
"რატომ აქვს სამინისტროს შენობას ასეთი ძველი შესახედაობა? ორი კვირის განმავლობაში აქ კაპიტალური რემონტი უნდა დასრულდეს, მინისტრი კი დღეს საღამოს ვარჯიშის დროს ჩემი სპარინგ-პარტნიორი გახდება. ამასთან, დამცავ ჩაფხუტს დასასჯელად არ მისცემენ!" - დაწერა პრეზიდენტმა Instagram-ში.
მან დაპირება შეასრულა და ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საკუთარი შეცდომების გამოსწორება მინისტრმა დღეს საღამოსვე დაიწყო, ამიტომ ჩაფხუტის დახურვის ნება მივეცი. ხვალ სამსახურშიც ხომ უნდა წავიდეს?!" - მოუყვა მკითხველს კმაყოფილმა კადიროვმა.
Video
მოკრივე რამზან კადიროვი
მოკრივე რამზან კადიროვი
მან ასევე აღნიშნა, რომ რინგს რუსეთის შრომის და სოციალური დაცვის მინისტრი მაქსიმ ტოპილინი და ჩეჩნეთის შრომის მინისტრი მოჰმად ახმადოვი უცქერდნენ.
"დაისჯება თუ არა რინგზე ახმადოვი, საბოლოოდ ზეგ, თათბირზე გაირკვევა", - დასძინა კადიროვმა.
კადიროვი კრივის ოსტატია და ჩეჩნეთში კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს.
ისმაილოვი ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრად ამ წლის თებერვალში დაინიშნა.
www.ambebi.ge