"რკინის მაიკი" თავისი საავტორო შოუთი - "მაიკ ტაისონი: უტყუარი სიმართლე" აშშ-ის ქალაქებში მოგზაურობს. პარალელურად, ყოფილ მოკრივეს ფილმებში იღებენ და კიდევ, მაიკი სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილებს იღებს. მორიგ პროექტში ტაისონი მოირგებს კერძო დეტექტივის როლს სერიალში - "მაიკ ტაისონის ამოცანები".
სერიალში მოკრივეს მოუწევს ჩახლართული ამოცანების ამოხსნა, მაგალითად, მან უნდა დაამარცხოს ჭადრაკში კომპიუტერი ან ამოხსნას მაქცია მწერლის საიდუმლო. უნდა აღინიშნოს, რომ სცენარის მიხედვით, ტაისონის პარტნიორი იქნება მოლაპარაკე საფოსტო
გარდა ამისა, მაიკ ტაისონმა ამ დღეებში გამოთქვა სურვილი, ოტელოს როლი ითამაშოს უილიამ შექსპირის პიესაში.
"შესანიშნავი იქნება ოტელოს როლის განსახიერება შექსპირის პიესაში, - განაცხადა ტაისონმა. - თუ დროს მომცემენ, ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად მოვემზადები. საჭირო იქნება რამდენიმე სამსახიობო გაკვეთილის მიღება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: კრიშტიანოს ორეული, კლიჩკო მაიამიში, მაიკ ტაისონი და 1 აპრილი...