ქართველთაგან (მწვრთნელები - თეიმურაზ ლორთქიფანიძე და კუკური შავგულიძე) 11-მა სპორტსმენმა მოსინჯა ძალები.
განსაკუთრებით, 66 კილოში საქართველოს ჩემპიონმა გიორგი ხარაბაძემ (ქუთაისი) იყოჩაღა: ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია, ფინალში უკრაინის ჩემპიონს აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობები დათმეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ესკერხან მადიევმა (თბილისი, 52 კგ), თორნიკე ხელაძემ (ქუთაისი, 60), ბექა ვახანიამ (თბილისი,70) და რატი ტლაშაძემ (გორი,
ამჟამად თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება 1995-96 წლებში დაბადებულ მოკრივეთა აზერბაიჯანის ნაკრები, რომელიც 17 მაისს მარნეულში "მეგობრობის თასზე" გამოვა.
ეს შეჯიბრება ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობასა და ჰეიდარ ალიევის 90-ე წლისთავს ეძღვნება...
16 მაისს, გამთენიისას, საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის - ბონდო მამულაშვილის ხელმძღვანელობით, ბელორუსში გაემგზავრა და "სტაიკებში" მასპინძლებთან ერთობლივ ვარჯიშებს ჩაატარებს.
პირველი ივნისიდან კი დავით ნანავა (ფოთი, 49 კგ), ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი, 52), გიორგი გოგატიშვილი (ფოთი, 56), ევროპის ბრინჯაოსპრიზიორები - ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91), ასევე, იაგო კიზირია (ფოთი, 81) და ლევან გულედანი (თბილისი, 91) მინსკის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონატში ჩაებმებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"