ვენესუელელი მოდელი კრივში ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ვენესუელელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ოგლეიდის სუარესი პარალელურად პროფესიულ რინგზე გამოდის და ორი დღის წინ ის WBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

მან საჩემპიონო ქამარი მას შემდეგ მიიღო, რაც წინა ჩემპიონი, კორეელი ჰიუნ მი ჩოი შემდეგ წონით კატეგორიაში გადავიდა.

25 წლის სუარესს პროფესიულ რინგზე დებიუტი 2006 წლის დეკემბერში ჰქონდა. მის ანგარიშზეა 21 ბრძოლა, რომელთაგანაც მოიგო 18 (8 ნოკაუტით), ორი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ვარაუდობენ, რომ სუარესი თავის ტიტულს 2013 წლის ზაფხულში დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული