ევანდერ ჰოლიფილდი ვერ ისვენებს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა ევანდერ ჰოლიფილდმა, შესაძლოა, თავისი მორიგი ბრძოლა 2013 წლის ნოემბერში გამართოს. 50 წლის ექს-ჩემპიონის მეტოქე უნდა გახდეს პოლონელი კშიშტოფ ჟიმნოჩი.

თუ მხარეები ბრძოლის ჩატარებაზე კონტრაქტს გააფორმებენ, მაშინ მოკრივეები ვარშავაში რინგზე 29 ნოემბერს ავლენ.

ჰოლიფილდს, რომელმაც თავისი ბოლო ბრძოლა 2011 წლის მაისში ჩაატარა, ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია კარიერის დასრულების შესახებ. სულ მან პროფესიულ რინგზე 57 შეხვედრა ჩაატარა, მოიგო 44 (29 – ნოკაუტით), 10 წააგო და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

ევანდერის ბოლო მარცხი 2008 წლის დეკემბრით თარიღდება, როცა მსაჯებმა, საეჭვო
გადაწყვეტილებით, გამარჯვება რუს ნიკოლაი ვალუევს მიანიჭეს.

რაც შეეხება კშიშტოფ ჟიმნოჩს, პროფესიულ რინგზე მისი სტატისტიკა ასეთია: 16 ბრძოლა, 15 მოგება (11 – ნოკაუტით) და ერთი ფრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევანდერ ჰოლიფილდი და მაიკ ტაისონი მეგობრები არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული