დევიდ ჰეიმ შესაძლოა ტაისონ ფიურისთან ბრძოლა გამართოს

AutoSharing Option
უკრაინელი ძმები კლიჩკოების მენეჯერის ბერნდ ბიონტეს აზრით, სუპერმძიმე წონაში ვლადიმერ კლიჩკოსა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის ბრძოლის ჩატარების ალბათობა 50 პროცენტს უდრის.

"ჩვენ ვერ მივაღწიეთ კონტრაქტის ყველა პუნქტზე შეთანხმებას, - ამბობს ბიონტე. - ფინანსებთან დაკავშირებით ბევრი საკითხია მოუგვარებელი, სხვა საკამათო მომენტებიც არსებობს, მოკლედ ყველაფერი, რაც საკრივო ორთაბრძოლის ჩატარებას შეეხება. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის საუკეთესო, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ბრძოლის ჩატარების შანსი 50/50-ზეა".

"ერთადერთი, რაც ცნობილია ის არის, რომ ვლადიმერი, როგორც სუპერჩემპიონი, რინგზე ბოლო გადის. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომდევნო კვირა, რადგან
სწორედ მაშინ არის კონტრაქტის გაფორმების ბოლო ვადა (7 ივნისი), - აგრძელებს გერმანელი მენეჯერი. - დიდი ჰონორარი არ არის ბრძოლაზე დათანხმების პირობა, რადგან ძმებ კლიჩკოებს აქვთ დასაკარგი - ეს არის რეპუტაცია.

თუ ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ და სუფთა და პატიოსან ბრძოლას ველოდებით - მხოლოდ ამ შემთხვევაში ვთანხმდებით კონტრაქტს. თუ 99 პროცენტით ვიქნებით დარწმუნებული, ბრძოლაზე თანხმობას არ განვაცხადებთ".

* * *
ამასობაში, ვებგვერდი BoxingScene.com საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ბრიტანელ სუპერმძიმეწონოსანს დევიდ ჰეის უკავშირდება.

32 წლის მოკრივემ, შესაძლოა, ზაფხულში გამართოს შეხვედრა 25 წლის თანამემამულე ტაისონ ფიურისთან.

ბრიტანული პრესა ამტკიცებს, რომ სწორედ ეს იყო ფიურის გუნდის უარის მიზეზი ბულგარელ კურბატ პულევთან შეხვედრაზე. საქმე ისაა, რომ ჰეისთან ბრძოლა ფინანსურად უფრო მომგებიანია.

ასევე ასახელებენ ბრიტანელი მოკრივეების სავარაუდო ჰონორარს - თითოეული 5 მილიონ ფუნტს მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული