საქართველოს მოკრივეებისთვის ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა

AutoSharing Option
ბელორუსის დედაქალაქში 5 ივნისს, მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრებიდან 6 სპორტსმენი ინარჩუნებდა ნახევარფინალში გასვლისა და, სულ მცირე, ბრინჯაოს მედლების მოპოვების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, შანსი შანსად დარჩა და ექვსივე ჩვენებურმა მინსკის რინგი დამარცხებულმა დატოვა.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ნანავას და აზერბაიჯანელი სალმან ალიზადას შეხვედრა. სამივე რაუნდი ერთნაირი ანგარიშით - 28:28 დასრულდა.

ყველაფერი არბიტრების ხმამ გადაწყვიტა - ირლანდიელმა და პოლონელმა მსაჯებმა აზერბაიჯანელს დაუჭირეს მხარი, არგენტინელმა - ჩვენებურს, მაგრამ ეს ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ალიზადამ ბრინჯაოს
მედალი გაინაღდა.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭუბაბრია ოვიკ ოჰანესიანს (რუსეთი) დაუპირისპირდა. მართალია, მინიმალური უპირატესობით, მაგრამ წარმატებას ოჰანესიანმა მიაღწია და მედლებისთვის ბრძოლასაც ის განაგრძობს.

56 კილოში გიორგი გოგატიშვილმა რუს ვლადიმირ ნიკიტინთან პაექრობისას პირველი ორი პერიოდი დათმო. მართალია, მესამე პერიოდში გააქტიურდა, მაგრამ ჩვენი მატარებელი უკვე ჩავლილი აღმოჩნდა - 2:1 გაიმარჯვა ნიკიტინმა.

ლევან გულედანმა (91 კგ) უკრაინელ დენის პოიატსიკას მხოლოდ ორი რაუნდი გაუძლო, მესამეში ტექნიკური ნოკაუტის გამო წინააღმდეგობა შეწყვიტა.

მაყურებლებში გადაინაცვლა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ). 5 ივნისს მან სამივე რაუნდი დათმო ჯოზეფ ჯოისთან (ინგლისი).

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს 8-კაციანი ნაკრები მინსკიდან უმედლოდ ბრუნდება.

საქმე ის არის, წინა დღეს შეჯიბრებას ევროპის 2011 წლის პრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი (75) და იაგო კიზირია (81) გამოაკლდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
გაუშვი ეს ახალკაცი და ზონდერი წიკლაური რა უნდათ მაგათ კრივში. საწყალი ბიჭები ხმას ვერ იღებენ ყიფიანოოოოო..
giga
11:57 09-06-2013
0
როდემდე შეიძლება მართოს კრივი ვოვამ???? რომელმაც თავი დაანებებია უამრავ მოკრივეს???? ეხლაც თუ არ დაემორჩილებიან ვოვას არცერთ ტურნირზე არ მიაღებიებს მონაწილეობას ან კიდევ საერთოდ გაუშვებს კრივიდან. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს???? მწვრთნელებო რატომ ხართ დადუმებულები.... სირცხვილი თქვენი ვოვასი რომ გეშინიათ. ვერავინ ვერ იტანს და ყველა ელაქუცება. როდემდე შეიძლება??? ლევან ყიფიანს ვეკითხებით.. დაღუპულია ქართული კრივი.
tazo
11:55 09-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული