საასპარეზოდ თავი მოიყარეს 1996-97 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა. მასპინძლებთან ერთად, 8 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იბრძოდა მედლებისთვის.
საქართველოს სპორტულ ღირსებას (დელეგაციის ხელმძღვანელი კოტე ბერძენიშვილი) მთავარი მწვრთნელის - კუკური შავგულიძისა და მწვრთნელ გოჩა რუსიას ხელმძღვანელობით, იცავდნენ: ლაშა კობახიძე (49 კგ, გორი), ლევან კლდიაშვილი (52, ქუთაისი), უჩა მაისურაძე (52, რუსთავი), ლევან ანთია (56, ფოთი), ლაშა გურული (60, რუსთავი), ვახტანგ სვანიძე (64, ქუთაისი), გიორგი დოლიაშვილი (64, გორი) და ნოდარ აბულიძე (69, თელავი).
ქართველთაგან განსაკუთრებით
ამ ასაკის მოკრივეები ახლა მსოფლიოს პირველობისთვის მოემზადებიან. ამ შეჯიბრებას გაისად, აპრილში ბულგარეთი უმასპინძლებს.
მანამდე ქართველი მოკრივეები საწვრთნელ შეკრებას ბაკურიანსა და თბილისში გაივლიან. 19-24 თებერვალს ანაპის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ, ხოლო 14-19 მარტს მსგავსი ტურნირი ვილნიუსშიც ელით. ამის შემდეგ გაირკვევა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს პირველობის მედლებისთვის იბრძოლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"