რინგზე სულ 9 წყვილი ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ როგორც გამოცდილი, ისე შედარებით ახალბედები და ერთიც - დებიუტანტი აზერბაიჯანიდან, 19 წლის ალექსანდრ ბრინდინი (76,2 კგ). მას თბილისელი რუსლან დაბიშოვი შეხვდა.
ბაქოელმა პირველივე რაუნდიდან შეძლო უპირატესობის მოპოვება და დროზე ადრე გამარჯვებაც მოიპოვა. დანარჩენი წყვილები საქართველოს სხვადასხვა საკრივო სკოლის წარმომადგენლები იყვნენ. 64 კგ-ში ფრე დაფიქსირდა ბორჯომელ მიხეილ ავაკიანის და გორელ ირაკლი ჯეირანაშვილის დაპირისპირებაში.
ამავე წონაში კარიერის მე-15
56 კგ-ში დღემდე თანაბარი მაჩვენებლით (8-8 შეხვედრა, 2-2 მოგება) გავიდნენ რინგზე დათო კვარაცხელია (ვარიანი) და ზურაბ ჩადუნელი (ახალციხე). ეს პაექრობა კვარაცხელიამ მოიგო. 72,6 კგ-ში მცირე უპირატესობით (6 რაუნდში) მოიპოვა წარმატება ბორჯომელმა მერაბ გუკასიანმა ვარიანელ გიგა ნადირაძესთან, მიხეილ ხუციშვილი (ვარიანი) კი დავით შალუტაშვილთან (ბორჯომი) მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეჯიბრების მთავარი მსაჯი იყო საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი, რინგზე კი ყველა ორთაბრძოლას ეროვნული კატეგორიის არბიტრი გიორგი კობახიძე სჯიდა.
მომდევნო ორთაბრძოლებს ხსენებული ასოციაცია იქვე, თებერვალში გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"