ვიტალი კლიჩკოს მეტოქე კენჭისყრით გაირკვევა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში უკრაინელი მოკრივის, ვიტალი კლიჩკოს შემდეგი მეტოქე გაირკვევა არჩევნების მეშვეობით. შესაბამისი პროცედურა მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ყრილობაზე გაიმართება, თავად ყრილობას კი 3-9 ნოემბერს ტაილანდი უმასპინძლებს.

WBC-ის პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა განაცხადა, რომ კლიჩკო უნდა შეხვდეს მის ტიტულზე აუცილებელ პრეტენდენტს, კანადელ ბერმეინ სტივერნს. თავად კლიჩკომ კი არ გამორიცხა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, მისი მეტოქე იქნება ბრიტანელი დევიდ ჰეი, რომელიც ადრე ვიტალის უმცროს ძმას - ვლადიმერს შეხვდა და დამარცხდა.

"ჩვენ ჩავატარებთ კენჭისყრას. როცა დევიდ ჰეიზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვიტალის ტიტულს ჰყავს აუცილებელი
პრეტენდენტი - სტივერნი. მიმაჩნ
ია, რომ ყრილობა მას WBC-ის ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს", - აცხადებს სულეიმანი.

უფრო ადრე ძმები კლიჩკოების პრომოუტერული კომპანია K2 Promotions-ის დირექტორმა ტომ ლეფლერმა განაცხადა, რომ მომავალი ორთაბრძოლა ბოლო იქნება 42 წლის ვიტალი კლიჩკოს კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰამბურგში ვიტალი კლიჩკოს ცვილის ფიგურა გააკეთეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული