ქართველი მოკრივეების შვიდი მედალი და გუნდური მესამე ადგილი

AutoSharing Option
მახაჭყალაში დამთავრდა მაგამედ უმახანოვის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი კრივში. საასპარეზოდ თავი მოიყარეს 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა.

საქართველოს მეორე ნაკრები (დელეგაციის ხელმძღვანელი კოტე ბერძენიშვილი, მთავარი მწვრთნელი შალვა დუნდუა) ცხრა სპორტსმენით ჩაება შეჯიბრებაში.

ჩვენმა ბიჭებმა შვიდი მედალი და გუნდური მე-3 ადგილი მოიპოვეს მასპინძლებისა და ფრანგების შემდეგ.

სამმა ქართველმა ზედიზედ მოიგო რამდენიმე ორთაბრძოლა და ფინალში გავიდა, იქ კი ოქროსთვის პაექრობაში დამარცხდნენ სევერიან ჭილაძე (თბილისი, 52 კგ) ფრანგ ელი კონკისთან, გიორგი გიორგაძე (თბილისი, 52 კგ) რუს ვლადისლავ ფედიურინთან და ირაკლი გვენეტაძე (ქუთაისი, 91) ფრანგ აბულაი დიანთან.

ოთხმა ჩვენებურმა - გიორგი კულუმბეგაშვილმა (გორი, 56), გელა აბაშიძემ (ბათუმი, 75), გოჩა ბადურაშვილმა (თელავი, 75) და რომან თავაძემ (ქუთაისი, 81) მესამე ადგილები დაიკავეს.

როგორც კოტე ბერძენიშვილმა გვითხრა, ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან და მახაჭყალაში მიღწეული წარმატებით ნაბიჯი გადადგეს მიზნის მისაღწევად.

წლეულს, 11-27 ოქტომბერს, ალმათი მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები, ალბათ, 9 სპორტსმენით იასპარეზებს. მათ შორის მოსახვედრად კი დიდი კონკურენციაა.

27 სექტემბრიდან ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოსთვის ბოლო საწვრთნელ შეკრებას თბილისში გამართავს და გუნდის საბოლოო შემადგენლობაც მერე გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ტურნირი იკო მაკაჰკალასი ვის აბოლებტ არ გრცხვენიატ დაცერეტ რა მოხდა კიევსი არცერტი ჯურნალისტი არ ცერს გესინიატ ტუ რა ხდება დაგუპეს კრივი გაიგვიზე ლევან კარგი კაცის სჰვილო დატო ლომი იკო
jima
09:30 24-09-2013
0
სანამ ვოვა ახალკაცი მანდ გიზიტ არაპერი გესველებატ,ვოვამ მოკლა ქარტული კრივი.ვეგარ გაზგა სპორცმენების პულის ცამიტ.ბატონო დავიტ არ მოგკინდატ მუმიის როლსი კოპნა?
jora
22:14 20-09-2013
0

სიახლეები პოპულარული