"მე საშინელი ლოთი ვარ, - განაცხადა ყოფილმა ჩემპიონმა. - მაგრამ მინდა შევცვალო საკუთარი ცხოვრება. მინდა ჯანსაღი ცხოვრება და არ მინდა სიკვდილი. ხანდახან ცუდი ბიჭი ვარ. ბევრი ცუდი გამიკეთებია და მინდა ღმერთმა შემინდოს".
ტაისონის სურვილში - მოიხსნას სტრესი ნარკოტიკებისა და სპირტიანი სასმელების საშუალებით - გასაოცარი არაფერია. მთელი მისი ცხოვრება სავსეა სკანდალური სიტუაციებით.
დღეს ჩვენ 13 სკანდალს გავიხსენებთ...
1978. 12 წლის ასაკში ბავშვთა კოლონიაში ხვდება ქურდობისთვის.
1990. ჯეიმს დაგლასთან სენსაციური მარცხის შემდეგ, 24 წლის ასაკში გადის კურსს ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ. მოგვიანებით აღიარებს, რომ ის ჩხუბის წინ ერთობოდა იაპონელ მეძავებთან და ეწეოდა მარიხუანას.
1992. ექვსწლიან პატიმრობას იღებს ყოფილი "მის შავი ამერიკას" - დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურების გამო. ციხიდან ვადაზე ადრე გამოდის.
1997. ტაისონს ჩამოართვეს საკრივო ლიცენზია და 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესეს იმის გამო, რომ ბრძოლის დროს ევანდერ ჰოლიფილდს ყური მოაჭამა.
1999. ერთწლიანი პატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო მიუსაჯეს საავტომობილო ავარიის მონაწილეთა ცემის გამო.
2000. ანჯეი გოლოტასთან ბრძოლის შემდეგ ტაისონის დოპინგ-სინჯში მარიხუანას კვალი აღმოჩნდა. ბრძოლის შედეგი გაუქმებულად გამოცხადდა.
2002. ჩხუბი აუტეხა ლენოქს ლუისს პრესკონფერენციაზე.
2003. გამოაცხადა იმის შესახებ, რომ 300 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება გაანიავა და ბანკროტი გახდა; აგრეთვე, მისი ვალების რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა.
2004. მიესაჯა საზოგადოებრივი სამუშაო ქუჩის ჩხუბში მონაწილეობისთვის.
2007. მორიგი პირობითი პატიმრობა ნარკოტიკების შენახვისთვისა და ავტომობილის არაფხიზელ მგომარეობაში მართვის გამო.
2009. უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა მაიკის ოთხი წლის ქალიშვილი - ეკსოდუსი.
2009. დააპატიმრეს აეროპორტში ფოტოგრაფზე თავდასხმის გამო, მაგრამ მოხერხდა სკანდალის მიჩქმალვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მაიკ ტაისონი: სიკვდილის პირას ვარ!