ანტონიო ტარვერის დაბრუნება დისკვალიფიკაციის შემდეგ

AutoSharing Option
კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი ანტონიო ტარვერი მომდევნო ბრძოლას 26 ნოემბერს ჩაატარებს. 44 წლის მოკრივის მეტოქე იქნება თანამემამულე მაიკ შეპარდი, - იტყობინება ESPN-ი. ტარვერისა და შეპარდის ჩხუბი ფლორიდაში საკრივო საღამოს მთავარი დაპირისპირება უნდა გახდეს.

ტარვერისთვის ეს ბრძოლა პირველია ერთწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, რომელიც მან ანტისადოპინგო კანონმდებლობის დარღვევის შემდეგ მიიღო. 2012 წლის ივნისში, ნიგერიელ ლატიფ კაიოდეს დამარცხების შემდეგ, ამერიკელის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა სტეროიდებზე.

საბოლოოდ, ანტონიოს დისკვალიფიკაცია მისცეს, 2.5 ათასი დოლარით დააჯარიმეს და კაიოდესთან ბრძოლის შედეგი გააუქმეს. სულ ტარვერს პროფესიულ რინგზე 36
ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც მოიგო 29 (20 - ნოკაუტით) და ექვსჯერ დამარცხდა.
38 წლის შეპარდის სტატისტიკა 37 ბრძოლაში 21 მოგება (9 - ნოკაუტით) და 15 წაგებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული