სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 2015 წელს აპირებს კენჭი იყაროს უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. ამის შესახებ მან უმაღლესი რადას ტრიბუნიდან გამოაცხადა.
“ვერ შემაშინებთ და ვერ შემაჩერებთ იმით, რაც ახლა პარლამენტში კანონებთან დაკავშირებით ხდება. იმისთვის, რომ ბოლო მოვუღო გაუგებრობას და ჩემ წინააღმდეგ ბრძოლას, საბოლოოდ ვაცხადებ: ვაპირებ პრეზიდენტობაზე კენჭისყრას”, - განაცხადა უფროსმა კლიჩკომ.
ლაპარაკია კანონში შესწორებაზე, რომლის მიხედვითაც, ის პიროვნება, რომელსაც უცხოეთში ცხოვრების უფლება აქვს, არ მიიჩნევა უკრაინის მოქალაქედ.
კანონში პრეზიდენტის არჩევნების შესახებ არის ნორმა,
რომლის თანახმადაც, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ კლიჩკო როგორც უკრაინაში, ასევე გერმანიაში ცხოვრობს.