ვლადიმერ ახალკაცი ანაპაში გასამართ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ჟიურის უთავკაცებს

AutoSharing Option
წლეულს, 8-16 ნოემბერს ანაპა (რუსეთი) 1997-98 წლებში დაბადებულ მოკრივეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

კონტინენტის კრივის კონფედერაციის პრეზიდენტმა ფრანკო ფარჩინელიმ 29 ოქტომბერს საქართველოს კრივის ფედერაციას აცნობა, რომ ამ პირველობის ჟიურის თავმჯდომარე იქნება საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი, AIBA-ს დელეგატი, ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომისა და მსაჯთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ახალკაცი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი თბილისელი, ამჟამად ისრაელში მცხოვრები ოთარ რაგიმოვი დაინიშნა.

- კონფედერაციის წევრი 49 ქვეყნიდან ანაპის ევროპის პირველობაში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე 36-მა ნაკრებმა განაცხადა, - გვითხრა 30 ოქტომბერს ვლადიმერ ახალკაცმა. - სულ
13 წონით კატეგორიაში 300-ზე მეტი სპორტსმენი მოიყრის თავს, მათ შორის, 10 მოკრივე საქართველოდან იქნება.

ისინი ამჟამად, კუკური შავგულიძის ხელმძღვანელობით, ქუთაისში გადიან ბოლო საწვრთნელ შეკრებას. კარგი ბიჭები გვყავს, სულ მცირე - ორ-სამ მედალს ვგეგმავთ. იმედია, არბიტრები ამჯერად მაინც ვერ დაგვჯაბნიან.

- მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯობით უკმაყოფილო ხართ?
- ამდენი წელიწადია, შეჯიბრებებს ვესწრები და მსგავსი მიკერძოება არასდროს მინახავს. აშკარად დაგვიჩაგრეს ზაალ კვაჭატაძე (69 კგ), ჯაბა ხოსიტაშვილი (75), ლევან გულედანი (91) და მიხეილ ბახტიძე (მძიმე წონა).

მას შემდეგ, რაც გულედანს უკვე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ კლემენტე რუსოსთან (იტალია) ბრძოლა წაართვეს, საქმეში AIBA-ს მაღალჩინოსნები ჩაერივნენ და ბელორუსი, ეგვიპტელი და მაროკოელი არბიტრები დასაჯეს.

მასპინძლებს მეტისმეტი მოუვიდათ - 4 ოქროს მედალი მოიპოვეს, მაშინ, როცა რუსები მხოლოდ ერთ უმაღლეს ჯილდოს დასჯერდნენ. წინა მსოფლიოზე უკრაინელებს ოთხი ჩემპიონი ჰყავდათ, ალმატიდან კი ერთი ბრინჯაოთი დაბრუნდნენ. საერთოდ უმედლოდ დარჩნენ საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბელორუსი, თურქეთი... იმედია, უმაღლესი დონის ფორუმებზე მსგავსი რამ არ გამეორდება.

- დიდი ხნის შემდეგ მოკრივეები ალმატის რინგზე უჩაფხუტოდ გავიდნენ.
- სპორტსმენები მსგავს ორთაბრძოლებს მიუჩვევლები იყვნენ. ამიტომ ბევრმა მიიღო ტრავმა, მაგრამ პროტესტი არავის გამოუთქვამს, რადგან პაექრობები უფრო საინტერესო და სანახაობრივი გახდა.

მომდევნო ტურნირებისთვის მოკრივეები იძულებულნი გახდებიან, ტექნიკური არსენალი გაიუმჯობესონ, რომ მეტოქისგან ნაკლები დარტყმა და ტრავმა მიიღონ. რაც შეეხება ანაპის ევროპის პირველობას, იქ მოზარდები აუცილებლად ჩაფხუტებით იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიხაროდეტ გადარჰა კრივი კარტული ვასა ვაი ჰვენს პატრონს როგორ გვაბოლებ რა გამოდეკი რომ ადგილიდან ვერ გდზრავენ
giga
07 ნოემბერი 2013 11:05
0
ვოვა სენ კიდე კრივსი ხარ?იმ ევროპის რა უტხარი სენ რო ჯიურის ტავჯდომარე იქნები.ბიჰების პულს ვეგარ ჰამ?მალე მოვა სენი დრო.
mokrive
06 ნოემბერი 2013 11:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული