ქართველი მოკრივეების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა პორიცეს (ხორვატია) ევროპის ჩემპიონატი სამივე ხარისხის ხუთი მედლით დაასრულა.

ლუკა კუბლაშვილმა (48 კგ) ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ნაბიჯი დააკლდა ლექსო ხასაიას (51 კგ). ჩვენი მოკრივე აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.

ორი დღით ადრე ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს გამოსვლა ლაშა გაგნიძემ (63,5 კგ) და ლუკა მაჭუტაძემ (80 კგ). ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ელენე ლოლაძემ (54 კგ).

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატი, რაც მომავალი ასპარეზობებისთვის იმედს გვისახავს. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altქართველი მოკრივეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული