ქართველი მოკრივეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ხორვატიაში 22 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი მოკრივე იასპარეზებს. ლუკა კუბლაშვილი და ლექსო ხასაია ბრძოლას ჩემპიონობისთვის  აგრძელებენ.

ლუკა კუბლაშვილმა (48 კგ) პირველი ორთაბრძოლა მოლდოველ მოკრივესთან გამარჯვებით დაასრულა, მეორე ორთაბრძოლაში თურქი მოკრივე დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ლექსო ხასაიამ (51 კგ) სამი ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა. მან დაამარცხა სომეხი, ფრანგი და სერბი მოკრივეები და ხვალ ფინალში იასპარეზებს.

ლაშა გაგნიძე, ლუკა მაჭუტაძე და ელენე ლოლაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან.

ლაშა გაგნიძემ (63,5 კგ) ევროპის ჩემპიონატზე სამი ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა. მან
დაამარცხა მოკრივეები დანიიდან, ინგლისიდან და ლიეტუვიდან.

ლუკა მაჭუტაძემ (80 კგ) ასევე სამი ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. მან უკრაინელ, უელსელ და მოლდოველ მოკრივეებს აჯობა.

ელენე ლოლაძემ (54 კგ) ბერძენი მოკრივე დაამარცხა.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

alt"მიდით, ბიჭებო, განაგრძეთ ბრძოლა, არ დანებდეთ..." - "ბოშების მეფემ" ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები გაამხნევა




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული