პაკიაო სამი წლით დარჩება

AutoSharing Option

მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ აღიარებულმა მენი პაკიაომ პროფესიული სპორტიდან წასვლის თარიღი დათქვა. რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, რომ კარიერას სამი წლის შემდეგ დაასრულებს. 31 წლის ფილიპინელის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია რინგზე საკუთარი თავი 35 წლის ასაკში - წერს სააგენტო "როიტერი".
უახლოეს ბრძოლებზე საუბრისას პაკიაომ ჟურნალისტებს გაანდო, რომ გეგმაში აქვს ცნობილ მექსიკელ ხუან მანუელ მარკესთან ჩხუბი, რომელთანაც ადრე ორჯერ გასულა რინგზე. ამასთან, მენიმ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა მაყურებელთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. "პირადად მე არ ვუყურებდი პაკიაოსა და მარკესის ბრძოლას",

- ამბობს ფილიპინელი.
შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, პაკიაომ მორიგი ტიტული 69-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა - WBC-ის ვერსიით ბრძოლაში მან მექსიკელი ანტონიო მარგარიტო ქულებით დაამარცხა.

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეივეზერი რინგის გენიაა და ამიტომაც არის დაუმარცხებელი. მენიც ძალიან ძლიერია, მაგრამ ის ბრძოლებს მუდამ ერთი სტილში მართავს. ჩემი აზრით მეი პაკიაოს იოლად უნდა გაუსწორდეს თუ ჩვეულ ფორმაში იქნება
zezva
00:19 24-11-2010
0
იმედია პაკიაო ისე არ წავა კრივიდან რომ მეივეზერთან არ შეხვდეს,მეივეზერის დამარცხება თუ ვინმეს შეუძლია ეს მხოლოდ პაკიაოა,ორივე მოკრივე პაკიაოც და ფლოიდ მეივეზერიც ყველა დროის საუკეთესო მოკრივეები გახლავთ.
tbiliseli
12:46 23-11-2010
0

სიახლეები პოპულარული