ჰეი-ჰარისონი ჩაწყობილი იყო?

AutoSharing Option
ბრიტანეთის საკრივო საბჭომ გადაწყვიტა დაწვრილებით გამოიკვლის სუპერმძიმე წონაში WBA-ის სატიტულო ბრძოლა დევიდ ჰეისა და ოდლი ჰარისონს შორის, რომელიც 13 ნოემბერს მანჩესტერში გაიმართა.

საბჭო დაკითხვაზე იბარებს WBA-ის ჩემპიონ ჰეის და მას გასული ბრძოლის ფსონებზე დაუსვამს შეკითხვებს. ერთ-ერთი ინტერვიუში დევიდმა განაცხადა, რომ შეგნებულად გაგზავნა მესამე რაუნდში მოწინააღმდეგე ნოკაუტში, რადგან თავის მეგობრებს დაპირდა, რომ სწორედ ამ სამწუთეულში გადაწყვეტდა ბრძოლის ბედს. ჰეიმ ისიც აღნიშნა, რომ მის მეგობრებს ამ ბრძოლაზე საბუკმეიკერო კანტორებში ფსონები ჰქონდათ გაკეთებული.

გარდა ამისა, საბჭოს ჩინოვნიკები პრეტენზიებს წაუყენებენ ოდლი ჰარისონს. მათი აზრით,
პრეტენდენტმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია მოწინააღმდეგეს. იმ შემთხვევაში, თუ ჰარისონის ბრალი დადასტურდა, მას ბრძოლისთვის მიღებულ ჰონორარს ჩამოართმევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული