ვიტალი კლიჩკოს არჩევანი: პოლიტიკა რინგის ნაცვლად

AutoSharing Option
უკრაინელი სუპერმძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით საპატიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ამ ორგანიზაციის რეგულარული საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდა. ამასთან, თუ უფროსი კლიჩკო გადაწყვეტს პროფესიულ კრივში დაბრუნებას, ის იქნება პირველი, ვისაც ამ ორგანიზაციის მომავალი ჩემპიონი შეხვდება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა WBC-ის სხდომაზე, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი ხოსე სულეიმანი ხელმძღვანელობდა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონობა. ეს ორგანიზაცია რინგზე დაბრუნების თეორიულ შესაძლებლობას მიტოვებს, თუმცა ამ მომენტისთვის არ შემიძლია კარიერის გაგრძელება"
, - განაცხადა კლიჩკომ.

"ახლა მთელი ჩემი ფიქრები მიმართულია უკრაინაში
არსებული პოლიტიკური სიტუაციისკენ. მე ხალხს ვჭირდები. ჩემი ძმა - ვლადიმერ კლიჩკო გააგრძელებს სპორტულ წარმატებებს, მე კი ყოველთვის მხარს დავუჭერ მას, ისევე, როგორც ის დამეხმარება ჩემს პოლიტიკურ ბრძოლაში"
, - დაამატა მან.

კლიჩკომ პირველად WBC-ის ტიტული 2004 წელს მოიპოვა, მაგრამ ტრავმის გამო იძულებული გახდა, თითქმის ოთხი წლით შეეწყვიტა კარიერა. 2008 წელს, რინგზე დაბრუნების შემდეგ, ვიტალიმ დაიბრუნა საჩემპიონო ქამარი, როცა ნიგერიელი სამუელ პიტერი დაამარცხა.

ბოლო ბრძოლა უფროსმა კლიჩკომ 2012 წლის სექტემბერში ჩაატარა და გერმანელი მანუელ ჩარი ნოკაუტით დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლიჩკოს ავსტრალიელი ტაისონი დაუნიშნეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული