პაკიაოს ყოველი დარტყმა 52.7 ათასი დოლარი ღირს

AutoSharing Option
მენი პაკიაომ 13 ნოემბერს, დალასში გამართულ ბრძოლაში, მექსიკელი ანტონიო მარგარიტოსთვის მიყენებული თითოეული დარტყმისთვის 52 742 დოლარი გამოიმუშავა. მოკრივის პრომოუტერის ბობ არუმის თქმით, ამ ორთაბრძოლაში ფილიპინელმა 20 მილიონი დოლარზე არანაკლები თანხა გამოიმუშავა, შესაძლოა - 25 მილიონიც კი.

ფილიპინურმა გაზეთმა The Philippine Star -მა დაითვალა, რომ ყოველ რაუნდში პაკიაო 2 მილიონ დოლარს იღებდა, ყოველი წუთისთვის - დაახლოებით 694 ათასს, ბრძოლის ყოველი წამისთვის კი 11 574 დოლარს. მეტოქისთვის მიყენებული 474 დარტყმიდან თითოეულმა მოკრივეს 52 742 დოლარი მოუტანა.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ჰონორარი 20-25 მილიონი
დოლარის ოდენობით, გადასახადებისა და სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლადაა აღებული. ბრძოლის წინ პაკიაოსთვის გათვალისწინებული თანხა 15 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ ბრძოლიდან შემოსავალი მრავალრიცხვოვანმა ფასიანმა ტელეტრანსლიაციებმა გაზარდა. ის დაახლოებით 1.15 მილიონმა ადამიანმა შეიძინა.

პაკიაო-მარგარიტოს ბრძოლა  მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ფილიპინელის ქულებით მოგებით დასრულდა. პაკიაომ 69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის (მსოფლიო საკრივო საბჭო) ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ვაკანტური ტიტული მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული