ფლოიდმა მენის დასცინა

AutoSharing Option
ამერიკელმა დაუმარცხებელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა საკუთარ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა საშობაო ღია ბარათი, რომელშიც ის ფილიპინელ მოკრივეს, მენი პაკიაოს დასცინის. ბარათი წარმოადგენს ოთხი ფოტოსგან შემდგარ კოლაჟს.

პირველზე ამერიკელი მეტოქეს 40 მილიონ დოლარს სთავაზობს მასთან ბრძოლის სანაცვლოდ. მეორე ფოტოზე პაკიაო უარს ამბობს ამ შეთავაზებაზე და ამბობს, რომ მეივეზერთან მხოლოდ იმ შემთხვევაში იჩხუბებს, თუ ბრძოლის საერთო შემოსავალი მოკრივეებს შორის თანაბრად გაიყოფა. მესამე ფოტოზე გამოსახულია ნოკაუტი, რომელშიც ფილიპინელი ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლის დროს მოხვდა. ბოლო ფოტოზე კი პაკიაო ღმერთს მიმართავს თხოვნით, რომ მეივეზერმა ისევ შესთავაზოს
ბრძოლა.

როგორც იცით, მოლაპარაკებები მეივეზერსა და პაკიაოს შორის რამდენიმე წელი მიმდინარეობდა, მაგრამ მოკრივეები მაინც ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული