კარლ ფროჩმა ტიტული დაიბრუნა

AutoSharing Option
საშუალო წონაში საჩემპიონო ქამრის ყოფილ მფლობელთან არტურ ბახრამოვთან 12 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება ფროჩს მიენიჭა120:108, 120:108, 120:109). ბრძოლის შუაში ბრიტანელს ინიციატივა მყარად ეჭიარა ხელში, რაც ბახრამოვის მწვრთნელის ული ვენგერის აღშფოთებას იწვევდა. მერვე რაუნდში გერმანელმა მოკრივემ მოწინააღმდეგეზე ზეწოლის გაძლიერება სცადა, მაგრამ ფროჩი რინგზე დომინირებას აგრძელებდა. 12-ე რაუნდში ბახრამოვს რამდენიმე კარგი შეტევა ჰქონდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო ბრძოლის ბედის შესაცვლელად.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლა სერია Super Six-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 76.2-მდე წონით კატეგორიაში უძლიერეს მოკრივეს ავლენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული