ოკადამ ბრძოლა 20 დეკემბერს, ტოკიოში გამართა. მისი მეტოქე ასევე დებიუტანტი მასაფუმი კამიამა იყო, რომელმაც ტესინი ბოლო, მეოთხე რაუნდში დაანოკაუტა. ოკადამ ბრძოლის შემდეგ გონება დაკარგა და რინგიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1952 წელს იაპონიის საკრივო კომისიის შექმნის დღიდან, ოკადა 38-ე იაპონელი მოკრივეა, რომელიც ორთაბრძოლაში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.