კვირას, გრუშევსკის ქუჩაზე დაწყებული შეტაკებების დროს, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ყოფილ ჩემპიონს ცეცხლსაქრობი შეასხეს.
ზოგიერთმა მომიტინგემ მილიციონერების მხარეს მაშხალებისა და ხმოვანი ყუმბარების სროლა დაიწყო. პასუხად, კლიჩკომ მათ იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რადგან სამართალდამცავებისგან ეს პროვოკაციად აღიქმებოდა.
მოკრივის ამ სიტყვების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიტიკოსს სტვენა აუტეხეს, ერთმა მომიტინგემ კი სპორტსმენზე ცეცხლსაქრობის ბალონიდან ჭავლი მიუშვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"