ევანდერ ჰოლიფილდი მარტში რინგზე გამოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი 5 მარტს დანიაში ადგილობრივ მოკრივე ბრიან ნილსენთან ბრძოლას გამართავს.

48 წლის ჰოლიფილდმა კარიერის მანძილზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა. ბოლო ბრძოლა მან აპრილში გამართა, როდესაც სამხეთ აფრიკელი ფრანსუა ბოტა დაამარცხა. უფრო ადრე ამერიკელი რუს მოკრივეებთან ნიკოლაი ვალუევთან და სულთან იბრაჰიმოვთან დამარცხდა.

54 წლის ნილსენმა 2001 წელს მაიკ ტაისონთან წააგო, 2003 წელს კი მუხლის ტრავმის გამო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, რამდენიმე ოპერაციის გადატანის შემდეგ კი რინგზე დაბრუნების სურვილი კვლავ გამოთქვა.


მომზადებულია AP-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული