ვენესუელაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივე მოკლეს

AutoSharing Option
პროფესიულ კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ვენესუელელი ანტონიო სერმენიო სამშობლოში ერთ-ერთი ტრასის მიღმა გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას ვებ-გვერდი Fightnews.com-ი ავრცელებს.

44 წლის სერმენიო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მისი დაღუპვიდან ცოტა ხნით ადრე მოკრივე და კიდევ სამი ადამიანი უცნობებმა გაიტაცეს.

მალე გამტაცებლების ავტომობილში საწვავი გათავდა, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ, ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერებულიყვნენ. ამით ისარგებლა ოთხიდან სამმა მძევალმა და გაქცევა მოახერხა. მხოლოდ სერმენიომ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ცოტა ხანში გამტაცებლებმა მას ტყვია დაახალეს და ავტოსტრადის მიღმა გადააგდეს.

ვენესუელელის საკრივო კარიერა 1990
წელს დაიწყო და 2006 წლამდე გრძელდებოდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ის WBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 55.2 და 57.2 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული