მაიკ ტაისონს ისევ კინოში გადაიღებენ

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი, შესაძლოა, ისევ დაბრუნდეს კინოინდუსტრიაში. კომედია "ვერნონი - პატარა ღმერთის" შემქმნელებმა სერიაში გადასაღებად მიიწვიეს "რკინის მაიკი" და ცნობილი მსახიობი პამელა ანდერსონი.

გერმანელი კინორეჟისორი ვერნერ ჰერცოგი ფილმის გადაღების დაწყებას ამა წლის ზაფხულში გეგმავს. მაიკ ტაისონი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იქნება.

"რკინის მაიკისთვის" ეს არ არის კინოში გადაღების პირველი გამოცდილება. მას ბევრ კომედიაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული