პაკიაოს 16 აპრილს ვნახავთ

AutoSharing Option

მსოფლიოს საუკეთესო მოკრივემ მენი პაკიაომ მომავალი ბრძოლის ზუსტი თარიღი დაასახელა. ფილიპინელი 16 აპრილს ლას ვეგასში ჩაატარებს მორიგ ორთაბრძოლას - ამის შესახებ მოკრივის პრომოუტერმა ბობ არუმმა გამოცხადა.

"მენის უნდა შევხვდე და დავრწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. ეს იდეალური თარიღია - "ოთხთა ფინალის" შემდეგ და ბეისბოლის სეზონის სტარტზე. ჯერჯერობით ფილიპინების კონგრესში მუშაობა მენის ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ხელს არ უშლის, ასე რომ, მალე ყველაფერი გარკვეული იქნება", - ამბობს არუმი.

ფილიპინელი ჩემპიონი მომავალ მეტოქედ სამი მოკრივის კანდიდატურას განიხილავს: ანდრე ბერტო, შეინ მოსლი ან ხუან

მანუელ მარკესი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული