ჰოლიფილდს ცხვირსაც მოაჭამენ?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გაისად 5 მარტისთვის ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონის ევანდერ ჰოლიფილდისა და დანიელი მძიმეწონოსანის ბრაიან ნილსენის დაპირისპირება დაიგეგმა, მომავალი ორთაბრძოლის წინ ჩვეული ვნებათაღელვა გაჩაღდა.

და აი, ახლახან დანიელმა მოკრივემ ჟურნალისტების პირით ამერიკელ მეტოქეს მუქარაც შეუთვალა. თუმცა, მუქარაც არის და მუქარაც... ნილსენს რომ ეთქვა, კოპენჰაგენის რინგზე ევანდერს ცხვირს ამოვუნაყავო, გავუტეხავო ან თუნდაც, მოვუგრეხო, კიდევ ჰო, მაგრამ ამჯერად მოკრივემ კრივისთვის ერთობ უჩვეულო პირობა დადო - ცხვირს მოვაჭამო.

როგორც ჩანს, ამით ნილსენმა ჰოლიფილდს 1997 წლის ბრძოლის ამბავი შეახსენა, როდესაც ამ უკანასკნელის ყური მაიკ
ტაისონს "შემოეჭამა".

45 წლის ნილსენი გამონათქვამს ჰოლიფილდიც გამოეხმაურა, რომელმაც მეტოქის მუქარა "რბილად" გაატარა და აღნიშნა, რომ ცხვირზე კბენას ნილსენი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამის საშუალებას ევანდერი თავისი შეცდომით მისცემს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული