კლიჩკო 11 დეკემბერს ვერ იჩხუბებს

AutoSharing Option

წლევანდელი საკრივო სეზონის ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა არ გაიმართება. სუპერმძიმე წონაში WBA-ისა და IBF-ის მსოფლიოს ჩემპიონმა უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ტრავმა მოიმიზეზა და უახლოეს უქმეებზე არ გავა რინგზე ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან საბრძოლველად.

ბრძოლის გაუქმების შესახებ ჟურნალისტებს ბრიტანელი მძიმეწონოსნის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა აცნობა. მას კლიჩკოს გუნდიდან შეატყობინეს, რომ ჩემპიონმა ზურგის კუნთი გაიწყვიტა და ჩისორას წინააღმდეგ ბრძოლა გამორიცხულია. უორენი ამბობს, რომ ჩისორა ძალიან განაწყენდა ამ ახალი ამბავის გამო, რადგან მოუთმენლად ელოდა უფროს კლიჩკოსთან საჩემპიონო ორთაბრძოლას.
შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სააგენტო AP, რომელსაც წყაროდ

კლიჩკოს მრჩეველის შელი ფინკელის სიტყვები მოჰყავს. მან დაადასტურა, რომ ვლადიმერის ტრავმა რთული არ არის, მაგრამ ის მაინც შეუშლის ხელს უკრაინელს რინგზე გასვლაში. ფინკელის თქმით, ჩემპიონს დაზიანების სამკურნალოდ მინიმუმ ორი თვე დასჭირდება.

კლიჩკოსა და ჩისორას ბრძოლა 11 დეკემბერს გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უნდა გამართულიყო. ბრიტანელს პროფესიულ რინგზე 14-დან 14 გამარჯვება აქვს, თუმცა საყოველთაო აღიარებით მას უკრაინელის დონის მოკრივე ჯერ არ შეხვედრია.
იმავე სააგენტო AP-ის ინფორმაციით, მოკრივეების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ბრძოლის ახალი თარიღის თაობაზე.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული