დონ კინგს თვითმფრინავში ტყვიები არ აატანინეს

AutoSharing Option
კრივის ცნობილი პრომოუთერი დონ კინგი ოჰაიოს შტატში, კლივლენდის აეროპორტში დააკავეს. 79 წლის ფუნქციონერი სამართალდამცველთა ყურადღების ცენტრში 12 დეკემბერს, გაფრენის წინ აუცილებელი შემოწმების გავლისას მოხვდა - იმ ჩანთაში, რომლის თვითმფრინავში ატანასაც დონ კინგი ეშურებოდა, აეროპორტის თანამშრომლებმა ტყვიები აღმოაჩინეს.

პრომოუთერს "არსენალის" თვითმფრინავში ატანის უფლება, რა თქმა უნდა, არ მისცეს და ჩამოართვეს, თუმცა თავად დონ კინგს ფლორიდაში გაფრენის ნება დართეს. კლივლენდში ის მეუღლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

დონ კინგი 1970-იან წლების ერთერთი გავლენიან კრივის პრომოუთერად მიიჩნეოდა. სხვადასხვა დროს მისი პროტეჟეები იყვნენ ლენოქს ლუისი, მაიკ ტაისონი,
ევანდერ ჰოლიფილდი, როი ჯონსი და სხვა ცნობილი მოკრივეები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული