ხანი ისევ ჩემპიონია

AutoSharing Option

ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონმა ამირ ჰანმა კვირას გამართულ ბრძოლაში შეინარჩუნა ტიტული. ბრიტანელმა ვერ შეძლო არგენტინელი მარკოს მაიდანას ნოკაუტში გაგზავნა, სამაგიეროდ, ქულებით მოახერხა მეტოქის დამარცხება.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ცხადი გახდა ჩემპიონის უპირატესობა სისწრაფესა და მოძრაობაში. სადებიუტო რაუნდის ბოლოს ბრიტანელმა მაიდანა ნოკდაუნში გაგზავნა, მაგრამ არგენტინელი წამოდგა და რაუნდი ბოლომდე მიიყვანა. ამის შემდეგ სამხრეთამერიკელმა დაალაგა მოქმედება და თანდათან ინიციატივა მის მხარეს გადავიდა. მეცხრე რაუნდში მაიდანას მარჯვნიდან უძლიერესი დარტყმა გამოუვიდა, რის შემდეგაც ხანმა ძლივს შეინარჩუნა წონასწორობა და რაუნდი დიდი გაჭირვებით ჩაამთავრა. მაიდანამ შეტევა გააგრძელა და

ბოლო ორი რაუნდი ხანს თავდაცვა მოუწია.

ბოლო რაუნდებში მაიდანას უპირატესობის მიუხედავად, სამივე მსაჯმა უპირატესობა მსოფლიოს ჩემპიონს მიანიჭა - 114:111, 114:111 და 113:112.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული