ვლადიმირ კლიჩკომ კუბრატ პულევი ნოკაუტით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმირ კლიჩკომ ბულგარელი კუბრატ პულევის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩემპიონო ტიტული დაიცვა. კლიჩკომ მე-5 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

ბრძოლის შემდეგ კლიჩკომ კომენტარი გააკეთა:

"მადლობა მხარდაჭერისთვის. მიყვარს ჰამბურგი. აქ თავის დროზე ჩემი დებიუტი შედგა.

დღეს რთული პერიოდი გვიდგას. მინდა ჩემი ნოკაუტით გამარჯვება ყველა იმ ადამიანს მივუძღვნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ჩვენს გმირებს. მიყვარხარ უკრაინა! დიდება უკრაინას!

რაც შეეხება კუბრატს, ის კარგი მებრძოლია. მან კარგი შეხვედრა ჩაატარა, რაც დასაფასებელია.

რთული იყო, პულევი დისტანციას იჭერდა. ბევრჯერ ვციდლობდი მის გამოჭერას და ზოგჯერ ეს გამომდიოდა
კიდეც", - აღნიშნა კლიჩკომ.

აღსანიშნავია, რომ კლიჩკოსთან ბრძოლის შემდეგ კუბრატ პულევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ამ ბრძოლამ პულევის ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენა, ის ოთხჯერ დავარდა ძირს, ნოკაუტის ჩათვლის. ბოლო დარტყმამ მას ორი დაზიანება მიაყენა, თვალისა და ყბის არეში.

ახლა მნიშვნელოვანია მან სამედიცინო შემოწმება გაიაროს, რომ შიდა სისხლდენის შესაძლებლობა გამოვრიცხოთ. ის რინგზე დაზიანებას არ იმჩნდევდა, მაგრამ მისი უსაფრთხოების მიზნით უნივერსიტეტის კლინიკაში იქნა გადაყვანილი", - განაცხადა რინგის ექიმმა შტეფან ბოკმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სლავა უკრაინე!
Temo
15:58 16-11-2014
0
გაგიხმეს ხელები.რა უქნა ბაღანას,უყურე შენ!
hait
16:23 16-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული